ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს, თუმცა ყველამ კარგად იცის, როგორია მისი რეიტინგი.
“დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს. ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში, როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს მას, რომ რაიმე წვლილი შეიტანოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.