spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

ჩვენ ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, ამ გამოცდილებით ქვეყანამ ბევრი რამ ისწავლა.

“ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ და ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ევრონიუსის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები