spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება გადაწყვიტა

ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ჩვენ მიერ წარდგენილი სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან სიის გადაგზავნამდე კონსულტაციები გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ნაკრების წევრებთან.

 

“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში როდესაც ჩვენ გავგზავნეთ შესაბამისი წარდგინება, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, იმისთვის, რომ გუნდში რაიმე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგინებას, რომ არ მომხდარიყო დიფერენცირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საკუთარი წვლილი მიუძღვით ნაკრების წარმატებაში, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევადგინეთ შესაბამისი სია. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში. მაგალითად არის ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, არიან სხვა ვიცე-პრეზიდენტები, არის ასევე ტექნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე. უბრალოდ გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება, რას ემსახურება ეს ყველაფერი, არ ვიცი. მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებულიყო ის წარდგინება, რომელიც ჩვენ სწორედ კონსულტაციების საფუძველზე გავგზავნეთ პრეზიდენტთან განსახილველად“, – განაცხადა კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები