საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძეს მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა და დედათა მონასტრის წინამძღვარმა სქემ-მონაზონმა ვალერია სხილაძემ უმასპინძლეს.
სასულიერო პირები ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაძრის მშენებლობის შესახებ ესაუბრნენ.
მონასტერი 2018-2019 წლებში აშენდა.