spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ეკა ტყეშელაშვილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში არის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი

ეკა ტყეშელაშვილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში არის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ასეთ ადამიანებს როცა ჭკუას ეკითხებიან საქართველოსთან დაკავშირებით, ეს მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე.

“რაც შეეხება ეკა ტყეშელაშვილს, თქვენ იცით, როგორია მისი წარსული, მინდა შეგახსენოთ, რომ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაში არის ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი. ასეთ ადამიანებს როცა ჭკუას ეკითხებიან საქართველოსთან დაკავშირებით, ეს მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები