spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ეს დღე შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა

ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალთან განუცხადა.

 

მისი თქმით, ჩვენი ვალია, 9 აპრილს დაღუპული გმირების მონაპოვარს გავუფრთხილდეთ.

 

“დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგიკული დღე, ძალიან მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა. სწორედ ამ გმირების, მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს – ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები