spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

ჩვენთვის  საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ეს იქნება „ქართული ოცნების“ მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ.

“არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის  საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამ აზარტის თვალსაზრისით მათი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები