spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არცხვენენ ევროპას და მთლიანად ის პროცესი, იყო შეუფერებლი იმისთვის, რასაც ჰქვია ევროპა

ძალიან მძიმე სურათი იყო, რომელიც უბრალიდ არ ეკადრება ისეთ სტრუქტურას, რომელსაც ჰქვია ევროპარლამენტი. ის სურათი რაც ვიხილეთ – ბრიფინგი, ე.წ. დებატები და ა.შ. არ ეკადრება ევროპასა და ევროპულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

“ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არცხვენენ ევროპას და მთლიანად ის პროცესი, რაც წარიმართა ევროპარლამენტში, იყო შეუფერებლი იმისთვის, რასაც ჰქვია ევროპა. ევროპა ჩვენთვის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ღირებულებებთან და ამ ღირებულებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა იგივე ამ რეზოლუციას, მთლიან პროცესს, რომელიც დაცლილია ამ ღირებულებებიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. 

 

რამდენიმე დღის წინ გასკდა კორუფციული სკანდალი, რომელშიც ჩართული იყო ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და ეს რეზოლუციაც არის სინამდვილეში სწორედ ამ კორუფციული პრობლემების გამოვლინება. კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ კორუფციას აქვს ბევრი გამოვლინება და მე სრული რწმენით და ლოგიკით შემიძლია გითხრათ, რომ გამორიცხულია, ამ რეზოლუციის ინიცირების და ინიციატორების უმრავლესობის უკან, არ იდგეს გარკვეული კორუფციული ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები