spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ეს თუ ასეა, ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე

პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

“ეს თუ ასეა, ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, ასე არ თვლის ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს. ეს მე არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, “არ არის გამორიცხული, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრა მოინდომოს, შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს და ეს გადაწყვეტილება პატრიარქზე გადაანაწილოს“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები