spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

“პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები