spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების თემაა – „არავის მიტოვება: ერთობლივი მოქმედება მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანური ღირსების წინსვლისთვის ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები