spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, მათ შორის, ქრისტიანული ფასეულობები

ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და იბრძვის მის დასაცავად.

“ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები