“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, “ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმებოდა”.
“ჩიხში შესული რადიკალებისგან დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ, სუს-მაც გაავრცელა განცხადება.
განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან სამართალდამცველებს “სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის” მადლობა გადაუხადა.
“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცველებს, პოლიციელებს, გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული, სამარცხვინო ავანტიურისტებისგან – მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომელთაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს. მადლობას ვუხდი სამართალდამცველ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.