spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე

გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემცირდება სიღარიბე და 2028 წლისთვის მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა.

“რაც შეეხება უმუშევრობას, აქაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში და ამისთვისაც კონკრეტული გეგმა არსებობს. სიღარიბეს რაც შეეხება, მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 440 ათასამდე. ჩვენი გეგმის მიხედვით, მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წელისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები