spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – იმერეთში შტაბი მობილიზებულია, რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე

იმერეთში რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით,  2-3 დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება.

“მოვისმინეთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შტაბი არის მობილიზებული, 5 მუნიციპალიტეტია, სადაც შედარებით რთული ვითარებაა. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია, ზოგადად სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად, სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა აქაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრ აბონენტს აღუდგა ელექტოენერგიის მიწოდება. რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, 2-3 დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება”, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები