პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს კახი კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა შედგა, სადაც პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე საკუთარი კანდიდატურის არდასახელების სანაცვლოდ, “ქართული ოცნებისგან” ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვდა.
“იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო საუბარი იმაზე, რომ თუ იქნებოდა ფინანსური დახმარება არ დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას, რაზეც მიიღო შესაბამისი პასუხი. ალბათ, კეზერაშვილში შევეშალეთ.
ამის შემდეგ მისი მხრიდან იყო ზარები და ითხოვდა შეხვედრას. დღეს შედგა შეხვედრა მასსა და კახი კალაძეს შორის, სადაც უთხრა კახი კალაძეს, რომ ის აპირებდა კანდიდატურის დაყენებას, რაზეც კალაძისგან მიიღო პასუხი, რომ ეს მისთვის არაა საინტერესო”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.