spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები, ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა

IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა, ადრეც ეს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება.

 

“დეტალებში არ შევალ. ეს ფაქტი სამწუხაროა და შემაშფოთებელია, დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. ადრეც ეს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესოა, რომ წინა კვლევაში ფავორიტები ვინც იყვნენ – უსუფაშვილი, ლომჯარია, დოლიძე, რომელთაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ IRI-ის კვლევაში საერთოდ ვერ აღმოჩნდნენ. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა, რაც იდება ორგანიზაციის სახელით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს მომავალშიც, მაგრამ კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები