spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე IRI-ის საქართველოს პროგრამის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამის დირექტორს ჯონ დიპიროს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს.

“ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას საარჩევნო კამპანიის მშვიდ და ჯანსაღ გარემოში წარმართვისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები