spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ისლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

 

განიხილეს სხვადასხვა სფეროში დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვიზიტების შემდგომი გაცვლისა და საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა ამ მიმართულებებით არსებული თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები