spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი

მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ფაქტი, რომ საქართველოს მეგობრები ინტერესდებიან ასეთი ფაქტებით, არის აბსოლუტურად ბუნებრივი.

 

“ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან ასეთ ფაქტებით, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. როდესაც არის თუნდაც ნიშნები იმის, რომ ვიღაცა ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დიანტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სინამდვილეს და ა.შ. ამაზე ზოგადი შეფასებები ჩვენგან იცით. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ მე მგონი, იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები