spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილი მიზანმიმართულად აფინანსებს “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას

“ნაცმოძრაობა“ იშლება და ჩვენი დაკვირვებით, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი. მგონია, რომ ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, რომ “ნაცმოძრაობა“ ქვევით დასწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოსწიონ წინ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, კეზერაშვილი მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას.

 

“სწორედ ამას უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ისეთი ოდიოზური ფიგურის არჩევა, როგორიც არის ხაბეიშვილი. დანარჩენი პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია პარტიის დაშლასთან, მიზანმიმართული პროცესია, რომლის მიზანია, დაბლა დასწიონ პარტია „ნაცმოძრაობა“, რათა გააძლიერონ „ნაცმოძრაობის“ სხვა ფრთა, რომელსაც არ ჰქვია „ნაცმოძრაობა“. ძირითადად, ეს არის ბლოკი, რაზეც გვქონდა საუბარი. აქ შედიან სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, ხაზარაძე, გახარია, სავარაუდო ერთობა ასე გამოიყურება, თუმცა პროცესი განწირულია წარუმატებლობისთვის.

 

“ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომელი პარტიებისგან შედგება. ამიტომ შესაკრებთა გადანაცვლებით, საბოლოო ჯამში, ვერაფერი შეიცვლება. ვერ შეიცვლება ის ჯამი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია. კეზერაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, იქიდან გამომდინარე, რომ ის აფინანსებს „ნაცმოძრაობას“. ნაცვლად იმისა, რომ დააფინანსოს პარტიის გაძლიერება, სინამდვილეში, მიზანმიმართულად აფინანსებს პარტიის დაშლას, ამ კუთხით ის ასრულებს, უბრალოდ, დავალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი გადადგება და ჩაერთვება კამპანიაში, კობახიძემ აღნიშნა:

 

“დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს. ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს მას, რაიმე წვლილი შეიტანოს წინასაარჩევნოდ კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები