ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და დაპირება შესრულდება.
“დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება. ამაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა დღევანდელ დღეს“, – განაცხადა კობახიძემ.