spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ხვალ მობრძანდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გამართოს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა.

ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში”, – წერს კობახიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები