“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან შეხვედრისას 5 ივლისის მოვლენებზეც ისაუბრეს.
“საუბარი გვქონდა 5 ივლისის თემაზეც და ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ასამბლეის პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მწუხარება იმაზე, რაც მოხდა და დავგმეთ ძალადობა. დეტალები განვმარტეთ, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი, მათ შორის, ძალადობის ვერაღკვეთის მიზეზი. მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორც წარიმართება გამოძიების პროცესი, რამდენი პირია დაკავებული, რამდენის მიმართ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ა.შ”, – განაცხადა კობახიძემ.