spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს  შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა, მათ მთავრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ვახშამზე უმასპინძლა.

 

“სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია  დაგეგმილი. მათთვის ასევე  მოეწყობა ექსკურსიები.

 

საზაფხულო ბანაკის პირველი ნაკადის სტუმრები  ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები იყვნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები