spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – “ლელოსავით” 3% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული.

 

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. “ლელოსავით” 3% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასე მოხდება იმ შემთხვევაშიც 93% რომ ავიღოთ. 
ნებისმიერ დროს, თუ დავინახავთ რომ ვითარება იქნება მომწიფებული იმისათვის, რომ საქართველოში ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს, ამ შემთხვევაში ჩვენ, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები