spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს გუშინ ცესკოს სხდომაზე მომხდართან დაკავშირებით, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის შეფასება მისი პრეროგატივა არ არის და ამ ქმედებას შეაფასებს შესაბამისი უწყება.

“ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება. მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები