spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მაქსიმალურად შეეცდებიან, გამოძიებას თავი აარიდონ, თუმცა პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი, რომ სათანადოდ წარმართოს გამოძიება

ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი აარიდონ გამოძიებას.

“ოპოზიციას აქვს შიში გამომდინარე იქიდან, რომ მათ კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხის შემცველია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ გამოძიებას თავი აარიდონ. თუმცა შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება, დანარჩენს დაველოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები