spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერტმა ვიღაცა კაცმა დაჭრა ვიღაცა კაცი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმას, რაც დმანისში მოხდა, არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

 

“რაც დმანისში მოხდა, ამას არ აქვს არავითარი გამართლება. შესაბამისად, ერთადერთი, რაც შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას არავითარი გამართლება არ აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ დმანისში. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რაც შეიძლება, ჩვენ გვქონდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელია.

 

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას ამაზე აიღებენ ის პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები ამ ყველაფერში. მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო დეგენერტმა ვიღაცა კაცმა დაჭრა ვიღაცა კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ იმ მუდმივ სიძულვილზე, ძალადობაზე, ბოროტებასა და უბედურებაზე, რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი ტელეარხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ გვარამიამ, ნოდარ მელაძემ, ჭუტამ, სააკაშვილმა, მელიამ, ამ ნაძირლებმა იმაზე, რაც ხდება ზოგადად საქართველოში. პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ და თქვენმა ბინძურმა ტელევიზიებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დმანისში დაპირისპირებისას დღეს ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები