მიხეილ როთისნაირი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაელ როთის ვიზიტთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანის რეპუტაცია ყველასთვის ცნობილია.
“თქვენ იცით, როგორია ამ კაცის რეპუტაცია, შესაბამისად, რაც მეტი ასეთი პოლიტიკოსი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის და მისი საარჩევნო პოზიციებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.