spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს მშვიდობას და არა ომს ჩვენს ქვეყანაში

რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიასაშუალებები 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას იმას, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას ბანერების დაზიანებაზე და აღნიშნა, რომ მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან.

“უკრაინაში არის უმძიმესი ვითარება, ამ ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული მაშინ, როდესაც ამ ომის დაწყებამდე ოკუპირებული იყო ტერიტორიების მხოლოდ 8%, 2.5-ჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი. ინფრასტრუქტურა არის განადგურებული. მარტო ენერგეტიკის სფეროში ელექტროენერგიის გამომუშავების ნახევარი დაკარგა უკრაინამ. წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანზეა საუბარი. არის უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, უამრავ დასახლებაში არ აქვთ ელემენტარული კომუნალური მომსახურებები, გაზი, დენი, წყალი და ა.შ. მათ შორის, დიდ ქალაქებზეა საუბარი ხშირ შემთხვევაში. არის დაღუპული ათი ათასობით უკრაინელი, ასობით ბავშვი. არის უმძიმესი ვითარება და ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიასაშუალებები ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერი, როგორც რომანტიული მოვლენა, ისე წარმოეჩინათ. ახლა, რა თქმა უნდა, ისინი არიან ძალიან შეშფოთებული იმის გამო, რომ საზოგადოებას ჩვენ ვაჩვენეთ შიშველი სიმართლე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რეალურად, მათი მიზანი იყო ის, რომ ქართველებს მონდომებოდათ იმ ბედის გაზიარება,  რასაც იზიარებს უკრაინა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, არ გაიხსნას საქართველოში მე-2 ფრონტი და სწორედ ამისათვის არის მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს სწორედ მშვიდობას და არა ომს ჩვენს ქვეყანაში“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები