spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით

არის სამი სუბიექტი – ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი, მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო, ადგილი და ფორმატი.

“პრესკონფერენციის დასრულებიდან ძალიან მალევე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო და ფორმატი.

ჩემი მიდგომა არის ასეთი, არის სამი სუბიექტი – ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი. მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს. დანარჩენს დავაკონკრეტებთ გამოქვეყნებულ განცხადებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები