spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის და ზოგადად, იმისთვის, რომ ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობა და სტაბილურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები.

“მშვიდობა და სტაბილურობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპები. ამ კუთხით მსოფლიოში არ არის მაინცდამაინც კარგი ვითარება. საკმაოდ არეულია მთლიანად მსოფლიო. რეგიონში სამწუხაროდ გვაქვს ომი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში არის საკმაოდ მასშტაბური ომი. ევროპაში არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორჯერ ესროლეს საპრეზიდენტო კანდიდატს. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს ესროლეს. ასეთია ის მძიმე ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს გარშემო. ასეთ ვითარებაში ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და ზოგადად, ქვეყანა მყარად იდგეს მოწოდების სიმაღლეზე. რადიკალიზმი და სიძულვილი წითელ ხაზად გასდევს პოლიტიკას თითქმის ყველა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის სამწუხაროდ, თანამედროვე ტენდენცია, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები