spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია

ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვისაა განწირული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

“მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ, კეზერაშვილი, რომელიც არის ძებნაში, თავისუფლად გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყანაში მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მას საქართველოში გაძარცული ჰყავს ბიზნესმენები, ჯარი და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით?! რა თქმა უნდა, გავლენიანი სუბიექტისგან და სწორედ ეს არის გლობალური ომის პარტია.

 

ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვისაა განწირული. კეზერაშვილი ცნობილია, წარუმატებელი ინვესტიციებით, მისი ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის “ფორმულა“ – 1%-იანი რეიტინგის მქონე ტელევიზია, რაშიც ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები