შიმშილობის 15-ე დღეს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოინახულა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთელი გუნდი შეწუხებულია ელენე ხიოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით.
“მთელი გუნდი არის შეწუხებული ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით. უამრავი მსურველი არის მისი მონახულების, თუმცა იმ მიზეზების გამო, ერთი არის კოვიდი, გარდა ამისა, არ გვინდა ზედმეტად შევაწუხოთ, ამის გამო ბევრი დეპუტატი, უმრავლესიობის წევრი ვერ ახერხებს მის მონახულებას”, -განაცხადა კობახიძემ.
დეპუტატის ნახვის სურვილი გამოთქვეს ასევე მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
“დროას” ლიდერი გუშინ “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატებმა მოინახულეს.