spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან,  გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში

უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს და უზბეკეთის წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

“უზბეკეთში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ აბდულა არიპოვთან. გამოვკვეთეთ მთავრობებს შორის კავშირების გაძლიერების მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.  ჩვენი წარმატებული პარტნიორობა არა მხოლოდ ხელს უწყობს განვითარებასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საკვანძო მიმართულებებში, რათა უზრუნველვყოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ორივე ქვეყნისთვის“, – წერს კობახიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები