spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ნატოს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს

ნატოს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო მზად არის ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის.

 

“ნატოს გაფართოებაზე კეთდება საჯარო განცხადებები ნატოს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატოს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის, ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები