spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობა” ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი

მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს “ნაცმოძრაობაში”, –  ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლო დროს განვითარებული პროცესები და შიდა დაპირისპირება პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.

 

“გრძელდება დაპირისპირება; აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო “ნაცმოძრაობის” წევრი, თუმცა, მელიამ, თუ არ ვცდები, 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია აუმხედრა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს, რა თქმა უნდა, არის სისუსტის ნიშანი – “ნაცმოძრაობა” ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები