spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – NED-ის ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი

“დემოკრატიის ეროვნულ ფონდის“ ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით, ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება.

“NED-ის ხაზით ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს მაგალითად, რევოლუციური ქმედებები, პროპაგანდა გარკვეული მიმართულებით. ამ ყველაფერს ემსახურებოდა NED-ის დაფინანსება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება შეიზღუდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები