spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია არის სუიციდის მდგომარეობაში

ოპოზიცია დღეს არის სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ისინი ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არის საერთოდ დაკარგული, სრულიად უსუსურია და ეს ძალიან კარგია.

“ძალიან კარგი პროცესები წარიმართება. 2025 წელი უნდა იყოს საქართველოში ამ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სრული განეიტრალების წელიწადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის, ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებისთვის და აქეთ მიდის პროცესები. დღეს ისინი არიან თვითმკვლელობის მდგომარეობაში, სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით ისინი თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები