ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული.
“დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული, ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც. მე მგონია, რომ ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.