spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე

პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, ორნიშნაა – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

 

“მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. 

 

რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები