spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია სტრასბურგის პრაქტიკასთან

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიციირებამდე, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის კანონს ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო ევროპული სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, გაიზიარებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას.

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შეჩერება არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება საკითხის სამართლებრივად განხილვამდე და იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა.

 

“რაც შეეხება რუსულ კანონს, უნგრეთის კანონს, იქ გადაწყვეტილების მიზეზი იყო აბსოლუტურად სხვა და ჩვენ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინცირეთ ჩვენი კანონპროექტი იმ ფორმით, როგორი ფორმითაც დავაინიცირეთ. რაც შეეხება შეჩერებას, ეს არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხის განხილვა. თქვენ გახსოვთ ზეწოლის საფუძველზე თავის დროზე „რუსთავი 2“-თან მიმართებით პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა შემდეგ, სიღრმისეული განხილვის საფუძველზე, სტრასბურგმა თავადვე დაადგინა, რომ სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი. ასევე შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ეს გარემოება ნიკა გვარამიამ გამოიყენა იმისთვის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“  7 მილიონით გაეძარცვა. იმედია, ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში“, – განაცხადა კობახიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები