spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმ პლაკატებზე, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის ქუჩებში, სიძულვილის ენისა და შინაარსის შემცვლელი პლაკატების გამოკვრის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

 

“თბილისში ეს პლაკატები კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაკრეს. ნახეთ, ამაზე რამდენად მძიმე რეაქცია ჰქონდათ ამ პლაკატებზე გამოსახულ პირებს. ამის მიზეზი მარტივია: ზუსტად იციან, რომ პლაკატზე რაც ეწერა, რეალურად სიმართლეა.

 

ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? ამიტომ, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმ პლაკატებზე, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა. მედია არაფერ შუაშია და ეს თქვენც კარგად იცით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები