spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი კობახიძე – ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით

ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იანვარში 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

“რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ იანვარში გვქონდა 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი წინასწარი პროგნოზი არის სულ მცირე 6 პროცენტი, თუმცა იცით, რომ ბიუჯეტში ასახულ მაჩვენებელს ყოველთვის მნიშვნელოვნად ვასწრებთ ხოლმე, შესაბამისად, წელსაც ველოდებით, რომ 6-პროცენტიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავასწრებთ. ეკონომიკურ კრიზისს ხედავთ, გერმანიას ზედიზედ 2 წელი აქვს რეცესია, ეკონომიკური ვარდნა. 11 პროცენტის პირობებში რომ ლაპარაკობ ეკონომიკურ კრიზისზე, როცა გერმანიას აქვს ზედიზედ 2 წელი ეკონომიკური ვარდნა, არ ვიცი. პირველ ადგილზე ვართ ფართო რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის 4-წლიანი მაჩვენებლით. საშუალო ზრდა გვქონდა 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 9,5 პროცენტი“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები