“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავს.
“ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ! დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება ქართული ხელბურთის მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია.
მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს!”, – წერს კობახიძე.