spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური. ჯერ ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება.

“ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური. ჯერ ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ეს მიზანი, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება იყო სწორედ ამის დემონსტრირება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები