spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – რადიკალების პროგნოზები არასოდეს მართლდებოდა, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები,  მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასოდეს მართლდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ განცხადებების ფონზე  ხელისუფლებამ შეძლო და ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში გაზარდა 40 მილიარდი ლარით.

“რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები ასე ლაპარაკობენ უკვე წლებია. 2020 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით, ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა და თქვენ ხედავთ, რომ ამ განცხადებების ფონზე ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით. მაშინაც რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, მათ შორის, მხარდამჭერი ბიზნესმენები მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასოდეს მართლდებოდა, ჩვენი ქვეყანა განაგრძობდა ეკონომიკურ განვითარებას, 4 წელიწადში 40 მილიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა და ჩვენი მიზანი შემდეგი 4 წლისთვის არის ასევე 40 მილიარდი ლარით ქვეყნის ეკონომიკის გაზრდა. 2028 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს მინიმუმ 130 მილიარდი ლარი. როგორც არ უნდა საუბრობდნენ ეს ადამიანები, ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები