ეს არ არის პარტიის მიერ ჩატარებული კვლევები, ჩვენ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე გვაქვს საუბარი, ბოლო წელიწად-ნახევარია, 50%-ს არ ჩამოვცილებივართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დაკვეთით ჩატარებული კვლევებითაც კი „ქართულ ოცნებას“ 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი არ ჰქონია, რაც განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით.
“ეს არ არის პარტიის მიერ ჩატარებული კვლევები, ჩვენ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე გვაქვს საუბარი, ბოლო წელიწად-ნახევარია, 50%-ს არ ჩამოვცილებივართ. რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არც ერთხელ არ გვქონია 50%-ზე დაბალი მაჩვენებელი, რაც განპირობებულია მათ შორის იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით.
ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას ვიდრე თავის დროზე თუნდაც მელიას აძლევდნენ. წარმოიდგინეთ რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის, ერთი უბედურება, მეორე მხარეს ამაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება წარმოიდგინო კაცმა, მაგრამ ხაბეიშვილი გამოჩნდა, შესაბამისად ხაბეიშვილს იმაზე ნაკლებიც კი აძლევს ხმას ვიდრე თუნდაც მელიას. შესაბამისად იქაც არის შემცირებული, აქეთაც არის ეს რეიტინგი გაზრდილი, საბოლოო ჯამში ეს იძლევა გაზრდილ სხვაობას, რაც არის ჩვენსა და „ნაცმოძრაობას“ შორის და ჩვენსა და ზოგადად რადიკალურ ოპოზიციას შორის“, – განაცხადა კობახიძემ.