spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

“პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში და პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარია უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე.

 

“ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება ჩვენ რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი: ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასე მივალთ დეკემბრამდე და ამ შემთხვევაში ბევრად მეტი იქნება შანსი, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები